მე-8 კლასში მისაღები გამოცდა 23 აგვისტოს, 9 საათზე ჩატარდება. მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა 24 აგვისტოს, 9 საათზე ჩატარდება.

მე-8 კლასში მისაღები გამოცდა 23 აგვისტოს, 9 საათზე ჩატარდება.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა 24 აგვისტოს, 9 საათზე ჩატარდება.

 

გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა: (მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49, ვაჟა-ფშაველას პირველ და მეორე კვარტლებს შორის).

მოსწავლე გამოცდაზე რეგისტრაციისთვის და საგამოცდო ადგილის მისაღებად 08:15 საათიდან უნდა გამოცხადდეს. გამოცდა 9:00 საათზე დაიწყება. გამოცდის ხანგძლივობა: 3 საათი.

 

ტესტის სტრუქტურა მე-8 კლასში მისაღებ გამოცდაზე:

ტესტი შედგება მათემატიკის 30 დახურულბოლოიანი ამოცანისაგან.

პირველი 24 ამოცანა იქნება 6 სავარაუდო პასუხით, 2 ქულიანი.

ბოლო 6 ამოცანა იქნება 8 სავარაუდო პასუხით. მათგან ორი იქნება 2,1 ქულიანი, ერთი - 2,3 ქულიანი, ერთი - 2,4 ქულიანი, ერთი - 2,5 ქულიანი, ერთი - 2,6 ქულიანი, რაც იქნება მითითებული ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა 62.

 

ტესტის სტრუქტურა მე-9, მე-10 და მე-11 კლასში მისაღებ გამოცდაზე:

ტესტი შედგება 30 დახურულბოლოიანი ამოცანისაგან.

პირველი 12 იქნება ფიზიკის ამოცანა, 6 სავარაუდო პასუხით, 2 ქულიანი.

მომდევნო 12 იქნება მათემატიკის ამოცანა, 6 სავარაუდო პასუხით, 2 ქულიანი.

ბოლო 6 იქნება მათემატიკის ამოცანა, 8 სავარაუდო პასუხით. მათგან ორი იქნება 2,1 ქულიანი, ერთი - 2,3 ქულიანი, ერთი - 2,4 ქულიანი, ერთი - 2,5 ქულიანი, ერთი - 2,6 ქულიანი, რაც იქნება მითითებული ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულაა 62.

 

მე-8 კლასში მისაღები გამოცდის ბილეთები და მოსწავლეთა ნაშრომები 23 აგვისტოს გამოქვეყნდება.

მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდის ბილეთები და მოსწავლეთა ნაშრომები 24 აგვისტოს გამოქვეყნდება.

სწორი პასუხები და პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 26 აგვისტოს 18:00 საათისა.

შედეგების აპელაცია მიიღება 26 და 27 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com

საბოლოო შედეგები და სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების სია 28 აგვისტოს გამოქვეყნდება.

 

მე-8 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 35 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 35-ე შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%- მაინც.

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 13 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-13 შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%- მაინც.

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 18 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-18 შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%- მაინც.

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 1 მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით პირველი შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%- მაინც.

 

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას მიღებაზე, თუ:

ა) მათემატიკისა და ფიზიკის წლიური ნიშანი იქნება 7 ან ნაკლები.

ბ) სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 2020-21 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს: საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით). აგრეთვე, უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა). პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

გამოცდაზე ქცევის წესების სანახავად გადადით ბმულზე.

 

ტესტირების დროს გამოსაცდელი ვალდებულია, დაიცვას ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესები: ეკეთოს პირბადე, დაიცვას საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირებისაგან სოციალური დისტანცია, მითითების შემთხვევაში-დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით.


ზემოთ